გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 10:00-იდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში - კულა გლდანელის, ზაქარია მაისურაძის, ერმალოზ კობერიძის, ხოჭის ტბის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში - აღმაშენებლის, სააკაძის, მუხრანის, ქართლის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, ნამგალების ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 16:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნავდარაანთკარი, წეროვანი, გალვანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, ზედგენიძის, ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება