ლაშა ცანავა - უკვე 33 დღეა ტყვეობაში ვარ, რადგან ძმას არ ვუღალატე, ახლა ერთიანობა და ბრძოლაა საჭირო - 4 ოქტომბერს წყდება საქართველოს ბედი, ამიტომ ერთად და ბევრი უნდა ვიყოთ

უკვე 33 დღეა ტყვეობაში ვარ, რადგან ჩემს ძმას [ლევან ხაბეიშვილს] არ ვუღალატე. ახლა ერთიანობა და ბრძოლაა საჭირო - 4 ოქტომბერს წყდება საქართველოს ბედი: ევროპული ოჯახი თუ რუსეთის გუბერნია. ამიტომ ერთად და ბევრი უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ცანავამ თავის წერილში თანამებრძოლებს მადლობა გადაუხადა და პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებს სოლიდარობა გამოუცხადა.

“გამარჯობა მეგობრებო და თანამებრძოლებო. უკვე 33 დღეა რაც ტყვეობაში ვიმყოფები იმის გამო, რომ ძმას [ლევან ხაბეიშვილს], თანამებრძოლს არ ვუღალატე. რთულია აქ ყოფნა, ყოველ წამს მენატრება ჩემი ოჯახი, მეგობრები, მაგრამ მხნედ ვარ. ახლა საჭიროა ყველას ერთად დგომა, ერთად ბრძოლა. 4 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ბედი - ვიქნებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი თუ ვიქნებით რუსეთის გუბერნია, ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი.

დიდი მადლობა ყველა ჩემს ძმას, მეგობრებს, თანამებრძოლებს, რომლებიც გვერდზე მიდგანან. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, დიდება საქართველოს, გამარჯვება საქართველოს, თავისუფლება საქართველოს!”, - წერია ლაშა ცანავას წერილში.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა 2025 წლის 30 ივლისს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ლაშა ცანავამ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ დაკავების შემდეგ, მოდულის შენობაში მასთან, ორი დიდი თანამდებობის პირი შევიდა და გათავისუფლების სანაცვლოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარულად ჩაწერა შესთავაზა.

ლაშა ცანავას წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია