კახა კალაძე აშშ-თან ურთიერთობებზე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება - რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მეგობრები და პარტნიორები.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, გადატვირთვა იმიტომ, რომ ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება. ყველა განცხადება იყო გაჯერებული ტყუილით, სიცრუით და მუქარით. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ვგულშემატკივრობთ ტრამპის ადმინისტრაციას, თავად ტრამპს. თქვენ იცით, რომ გაჟღერებული იყო დაპირებები „დიფ სთეითის“, გლობალური ომის პარტიის დამარცხების, ასევე ომის დასრულების შესახებ. ვნახოთ, როგორ მოხდება ამ დაპირებების შესრულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი