კახა კალაძე - პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება - ეს არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა ხდება

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, პროფესიონალიზმი და პატიოსნება არის ის კრიტერიუმები, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები შეარჩია. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება - ეს არის ეს მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ხდება დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც დღეს გვაქვს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მრავალი გამოწვევა გაქვს დედაქალაქში, რომელთაც შესაბამისი პასუხი სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი