კახა კალაძე გიორგი გახარიაზე - როდესაც პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას, შემდეგ იაზრებს და აღიარებს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება, რადგან საზოგადოებასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში არსებულ კითხვებს გაურბის.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლებს გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„ცხადია, გარკვეულ კითხვებს, რომლებიც შესაბამის უწყებებში და საზოგადოებაში არსებობს, გაურბის. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი მიზეზი. არჩევნებს რაც შეეხება, მინდა, გულწრფელი ვიყო საზოგადოების წინაშე: ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ისე საკრებულოს დონეზე, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს და ზურგს მიმაგრებს ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები, საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს. ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გაკეთებული, ბევრი პროექტია განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში ქალაქებში, სოფლებში, რაიონებში, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა. ჩვენ რეალურად ვიცით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომ ღირსეული პასუხი გაეცეს არსებულ პრობლემებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით, თბილისის მერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის მიერ შეცდომების აღიარებას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.

„აღიარებაც, რა თქმა უნდა, კარგია. როდესაც პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას, შემდეგ იაზრებს და აღიარებს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. თუ შევხედავთ ჩვენი ოპოზიციის უმრავლესობას, უდიდეს ნაწილს, საერთოდ ვერ გარკვეულან რა ხდება. მე დიდი ხანი არ ვარ პოლიტიკაში, 2011 წელს მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის, თუმცა ამ ხნის განმავლობაში, დიდი გამოცდილება დამიგროვდა და შემიძლია, გარკვეული ანალიზიც გავაკეთო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ გაგებაში არ არიან. ისეთ შეცდომებს უშვებენ, წარმოუდგენელია და იმიტომაც არიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან. ზოგადად, ბოროტებას, სიძულვილს, აგრესიას არანაირი მომავალი არ აქვს ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, პოლიტიკაში და ისინი ყოველთვის განწირული იქნებიან მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნება“ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი