სალომე ზურაბიშვილი - 8 პროევროპელი მომიტინგე დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა

ტერორი საქართველოში: კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპელი მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის რეპრესიები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას.

„ეს არის რეპრესიები, რომელსაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს და რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“, - წერს ზურაბიშვილი.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს