პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა მიმდინარეობს. როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დასკვნის წარდგენისას განაცხადა, დოკუმენტი 460-გვერდიანია და მასში ნათქვამია, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური, სისტემური, ატარებდა საყოველთაო ხასიათს.

„თითოეული პარლამენტის წევრს წინ გაქვთ 460 გვერდზე იმ თემებზე, რომელიც ჩვენ საკვლევ საკითხებად განგვისაზღვრეთ, ფაქტები, გვარები, სახელები, თარიღები და შეფასებები. კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასებისა და გაანალიზებს შედეგად დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური, ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში, კი მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დასკვნა მოიცავს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შეფასებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს