ზვიად ცეცხლაძის მამა - განაჩენი უკანონო და ძალიან უსამართლო იყო - ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულება მკვდარია, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი

განაჩენი უკანონო და ამავდროულად, ძალიან უსამართლო იყო - ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულება მკვდარია, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი, - ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა ქუჩიდან უნდა გაგრძელდეს.

„განაჩენი უკანონო და ამავდროულად, ძალიან უსამართლო იყო. გადაკვალიფიცირება ისე შეიძლებოდა, რომ მაქსიმუმი 1 წელი და 6 თვე ყოფილიყო, მაგრამ მაინც მაქსიმალურად დაესაჯა, ეს იყო გაკვეთილი! სასამართლო პოლიტიზებულია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულება მკვდარია, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი. ამ ქვეყანას რომ სამართლიანი სასამართლო ჰქონდეს, ამისთვის ქუჩიდან უნდა ვიბრძოლოთ. მხოლოდ ქუჩის ბრძოლა გადაარჩენს ამ ქვეყანას და სამართლიანობას დაამკვიდრებს!” - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს