თეა წულუკიანი - პატიმრებს, რომლებსაც მოუწიათ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა, ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი წლის მერეც პრაქტიკულად უცვლელი დარჩათ მათთვის  „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მიყენებული მორალური ზიანის და ტკივილის კვალი

ნიშანდობლივია, რომ პატიმრებს, რომლებსაც მოუწიათ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი წლის მერეც პრაქტიკულად უცვლელი დარჩათ მათთვის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს მიყენებული მორალური ზიანის და ტკივილის კვალი,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების გაშუქებაზე.

„სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე; ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის 2012 წლის 19 ივნისის საპარლამენტო გამოსვლის სულისკვეთება და შინაარსი ცალსახა დასტურია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც ურყევი იყო და „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელაღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გაჰუმანურების არავითარი ნება და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი იმჟამად იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც დროულად რეაგირებდა საჩივრებზე.

„2004-2009 წლებში, სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სწრაფად რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად დადასტურდა, რომ, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, მსხვერპლებს მხოლოდ ამ ინსტიტუტის იმედი ჰქონდათ, რაც, 2010-2012 წლებში, ბატონი გიორგი ტუღუშის საქმიანობისას მნიშვნელოვნად შესუსტდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა