თეა წულუკიანი - დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია შსს-ს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც მოქმედებდნენ ცალკე ან სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც, დანაშაულის ჩადენისას, მოქმედებდნენ ცალკე ან თავდაცვის სამინისტროს ან სასჯელაღსრულების სისტემის ან/და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოსა და უცხოეთში გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში შესაძლებელი გახადა პოლიციის ხელში მოხვედრილი პირის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა, „წარმოადგენდა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდასა და მითს“.

„მის ხელთ არსებული ფაქტების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, საგამოძიებო კომისია ადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საქართველოსა და უცხოეთში გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობების აგებისა და სხვა ნოვატორული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში შესაძლებელი გახადა პოლიციის ხელში მოხვედრილი პირის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა წარმოადგენდა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდასა და მითს. წინამდებარე დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას, მოქმედებდნენ ცალკე ან თავდაცვის სამინისტროს ან სასჯელაღსრულების სისტემის ან/და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს