„წულუკიანი მონა“, „კობახიძე მონა“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

„წულუკიანი მონა“, „კობახიძე მონა“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, თეა წულუკიანი სინამდვილეში „ღალატის კომისიის“ თავმჯდომარეა.

„წულუკიანმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, თუმცა არალეგიტიმურ პარლამენტსაც შეუძლია ქვეყანას დიდი ზიანი მოაყენოს. აქ უნდა ვიყოთ ბევრი, რადგანაც ვაპროტესტებთ წულუკიანის მიერ საქართველოსთვის ომის დაბრალებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით, ასევე, ისმის შეძახილები: „სოზარ სუბარი მონა“, „პაპუაშვილი მონა“, „მარიამ ლაშხი მონა“, „ალუდა მონა“.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, „2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ცხინვალზე შეტევა განახორციელეს“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს