ლადო კახაძე - ზემოთ ავიხედე და პრესა არ არის - აქ რომ სხვა ინტრიგა იყოს, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იქნებოდა - ყველა ხელისუფლება კონტროლდება და ისინიც უნდა გაკონტროლდნენ, რადგან მძიმე დაავადების გამოწვევა არასწორად ნათქვამ სიტყვას შეუძლია

ახლა ზემოთ გავიხედე და პრესა არ ზის, არ არიან! აქ რომ სხვა ინტრიგა იყოს, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იქნებოდა - ყველა ხელისუფლება კონტროლდება და ისინიც უნდა გაკონტროლდნენ, რადგან ყველაზე მძიმე დაავადების გამოწვევა არასწორად ნათქვამ სიტყვას შეუძლია, რომელიც მასმედიით შეიძლება გავრცელდეს! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ისმენენ.

ლადო კახაძის შეფასებით, „ეს არის პრევენციული ზოგადპოლიტიკური დოკუმენტი დედამიწისთვის, მომავალი გამოწვევების თავიდან არიდების მიზნით“.

„დავაკონკრეტებ თუ ვისთან უნდა მოხვდეს ეს დოკუმენტი: - ევროსაბჭოს 700-ვე დეპუტატთან. როცა საქართველოს საკითხი იხილება, დარბაზში ხუთი კაცი ზის. ჩვენი ოპონენტების შეკოწიწებულს და შეთხზულს ხუთი კაცი ისმენს და 700 უჭერს მხარს.

მოხვდება თუ არა დოკუმენტი აშშ-ს ადმინისტრაციაში? უნდა მოხვდეს! თითქმის წელიწადი გადის და გაურკვევლობას ბოლო უნდა მოეღოს!

მესამე - ვისაც ამ ჩადენილ დანაშაულებში თანამონაწილედ ვთვლი... მოხდება თუ არა გავრცელება „ევროპის სახალხო პარტიის“ რიგებში?

ახლა ზემოთ გავიხედე და პრესა არ ზის - არ არიან! აქ რომ სხვა ინტრიგა იყოს, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იქნებოდა. როგორც პროფესიონალ ექიმს გული მტკივა, რომ მასმედია დასმული დიაგნოზისა და ღონისძიებების გასატარებელი სასიკეთო პროდუქტის მოსმენას არ კადრულობს. ეს სამწუხაროა! დარწმუნებული ვარ, მასმედიის ის ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებას წარმოადგენენ... ყველა ხელისუფლება კონტროლდება და ისინიც უნდა გაკონტროლდნენ, რადგან ყველაზე მძიმე დაავადების გამოწვევა არასწორად ნათქვამ სიტყვას შეუძლია, რომელიც მასმედიით შეიძლება გავრცელდეს“, - განაცხადა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება