ვლადიმერ პუტინი რობერტ ფიცოს - თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პეკინში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა : „როგორ ხართ?“ - რაზეც პუტინმა უპასუხა: „თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია“.

შეხვედრის დროს რუსეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის, ასევე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ხორციელდება.

„ჩვენ სხვა მიზნები არ გვაქვს, ჩვენი ინტერესების დაცვის გარდა“, - დასძინა პუტინმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე მიიღო მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და პეკინში გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტი 3 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს