2025 წლის 8 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 432 216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია

2025 წლის 8 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 432 216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის 8 თვეში 365 680 TEU კონტეინერი დამუშავდა.

„ამავდროულად, 8 თვის მონაცემებით, 12%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 239 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 213.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 191 561 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 40%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 136 852 ტონას შეადგენდა. საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 8 თვესთან შედარებით მომატებულია 20%-ით.

2025 წლის პირველ 8 თვეში 113 060 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 93 892 ტონა.

2025 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 13 601 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 12 892 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 2025-ში დამუშავდა 53 226 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 52 405 ავტომობილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს