6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი - „პროტური ფოთი 2025“ ჩატარდება

6-7 სექტემბერს ფოთში, კერძოდ მალთაყვაში, იქ სადაც წყალსათხილამურო სპორტის ისტორიული ბაზა მდებარეობს, გაიმართება საერთაშორისო ტურნირი „პროტური ფოთი 2025“.

ტურნირი ჩატარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია ფოთის მერია.

აგვისტოს ბოლოს იტალიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ყველა უცხოელი მონაწილე სპორტსმენი საქართველოში გააგრძელებს ასპარეზობას. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მასშტაბის წამყვანი სპორტსმენები ევროპიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან. შეჯიბრი ჩატარდება ორ ეტაპად ხტომასა და სლალომში.

ტურნირის ჩასატარებლად დღეისათვის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უკვე მოქმედებს მოდულებისგან აწყობილი ბაზა, სადაც შესაძლებელია ოთხი გუნდის ეკიპირების განთავსება. მიმდინარე ეტაპზე, პირველად, საქართველოში ორი კატარღის ერთდროულად მისაღებად საერთაშორისო სტანდარტების პონტონი კეთდება, რომელიც სასტარტო ბაქანად გამოიყენება. პონტონი აგვისტოს ბოლოს ჩაეშვება ტბაში.

საერთაშორისო ტურნირის წარმატებით ჩატარება საფუძველს შექმნის საქართველომ საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი შეიტანოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნითვის.

ტურნირის ტრანსლირებას განახორციელებს Waterski Pro Tour-ის TWBC Broadcast მაუწყებელი, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონიან აუდიტორიას ფარავს და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ამავდროულად ტურნირის მხარდამჭერია.

საქართველოს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე მონიშვნით, ხელი შეეწყობა რეგიონის პოპულარიზაციას, სპორტული ტურიზმის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში დამატებითი თანხების გენერირებას.

ინფორმაციისთვის:

წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში 2023 წლიდან აქტიურად ვითარდება. თუმცა ეს ყველაფერი 1978 წელს დაიწყო, როდესაც მალთაყვის ტყე-პარკის „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ფოთში 1991 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათ შორის გენადი გურალია, რომელმაც უკვე 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურის წოდება მოიპოვა.

დღეს საქართველოში აქტიურად ვითარდება სპორტის ეს სახეობა და მომავალში ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობის ამბიციაც ჩნდება.

საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაცია (International Waterski & Wakeboard Federation – (IWWF), სამივე კონტინენტიდან 90-მდე ქვეყანას აწევრიანებს, მსოფლიო წყალსათხილამურო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება 90-იან წლებში მოხდა.

#WaterSkiGeorgia #LakeClubPoti #HistoryAndFuture #ActiveLifestyle

-----------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ

599 93 45 55

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია