გიორგი გახარია - „ოცნების" რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს, ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის

„ოცნების" რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს - ის ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს, რითაც აქციების დროს დაკავებულებისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯას ეხმაურება.

გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო პასუხისმგებლობაა, რომ მშვიდობიანი გზებით ვიბრძოლოთ მათი გათავისუფლებისთვის.

„რამდენიმე თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, „ოცნების" რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს - ის ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის.

ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მშვიდობიანი გზებით ვიბრძოლოთ მათი გათავისუფლებისთვის და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს გზა მტკიცედ ევროპული დარჩეს“, - წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფური ქმედებისთვის და მასში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გარდა ამისა, მოსამართლემ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინსაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს