აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე 279-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დღეს მოქალაქეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობდა. მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მარშით იუსტიციის სახლთან მივიდნენ, საიდანაც მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა