„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს

„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „ევრობარომეტრის“ კვლევის ანგარიშშია ნათქვამი.

„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს გაწევრიანებას მხარს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, ხოლო 43% წინააღმდეგია.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად მხარს შვედეთის (71%), ლიეტუვის (62%), დანიისა (61%) და ლატვიის (61%) მოსახლეობა უჭერს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა (14 ქვეყანა) გაწევრიანების ყველაზე სასურველ კანდიდატად უკრაინას ასახელებს. მეორე ადგილს მონტენეგრო იკავებს და მას შვიდი სახელმწიფოს მოსახლეობა ყველაზე სასურველ კანდიდატად თვლის.

საქართველოს ყველაზე სასურველ კანდიდატად ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის არცერთი არ ასახელებს.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ყველაზე ნაკლებად ჩეხეთსა (29%) და ავსტრიაში (29%) უჭერენ მხარს.

ასევე, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებშიც ჩატარდა. საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს, ალბანეთში 91%, ჩრდილოეთ მაკედონიაში 69%, სერბეთში 33%, უკრაინაში კი 68%.

ამასთან, ევროკავშირის შესახებ ყველაზე დადებითი წარმოდგენა ალბანეთის მოსახლეობას აქვს (82%). აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში 43%-ია, უკრაინაში 49%, მოლდოვაში 55%, ხოლო სერბეთში ყველაზე ნაკლები - 38%.

სულ, გაფართოების მომხრე ევროკავშირის მოსახლეობის 56%-ია. გამოკითხულთა შორის, 15-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანების ორი მესამედი თვლის, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდნენ, როდესაც ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი