ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმებს ვუპასუხებთ, რათა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი თავხედურად აგრძელებს უკრაინაზე დრონებით თავდასხმებს.

„რუსების თავხედობა იზრდება: ისინი დღის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს უკრაინას ათობით თავდასხმის დრონით. ეს არის რუსეთის მხრიდან აშკარა უპატივცემლობა ყველაფრის მიმართ, რასაც მსოფლიო ომის დასასრულებლად აკეთებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსებმა „ფაქტობრივად, უარყვეს ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა - ლიდერების შეხვედრის შესახებ, რომელიც ომის დასასრულებლად აუცილებელია“.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა რუსეთის დარტყმებს უპასუხებს.

„ახლა ჩვენ ვხედავთ რუსული ძალების კიდევ ერთ თავმოყრას ფრონტის ზოგიერთ ნაწილში. რუსეთი აგრძელებს დარტყმებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. ჩვენ ვუპასუხებთ, მათ შორის ასიმეტრიულად, რათა რუსეთმა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს