საბა სხვიტარიძის დედა - იმედიანად მაინც ვარ - საბა მაინც გამარჯვებული იქნება!

იმედიანად მაინც ვარ. საბა მაინც გამარჯვებული იქნება! - ამის შესახებ პოლიციელის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულის, საბა სხვიტარიძის დედამ, ელენე ახობაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა განაჩენს გამოიტანს დღეს სასამართლო, ბრძოლისუნარიანობას არ კარგავს.

„საბას რა სიტყვა აქვს მომზადებული ჯერჯერობით არ ვიცი. საბა არის სამარტოო საკანში და ყველაზე მძიმე ციხეში. ის მე-6 იზოლატორშია. აქედან გამომდინარე ხშირად ვერ რეკავს, დარეკვის დიდი ფუფუნებაც არ აქვს. იმედიანად მაინც ვარ, მაინც ვფიქრობ იმას, რომ გამარჯვებულები ვართ, ბრძოლისუნარიანობა შემმატეს და მექნება კიდევაც“, - განაცხადა ელენე ახობაძემ.

მან ასევე ისაუბრა მისი შვილის მიმართ წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირების მოტივზე.

„საბა იყო ნაწამები და ალბათ, თვითონვე ჰქონდათ შეცდომები დაშვებული, გვერდი ვერ აუარეს და ყველამ იცის, რომ საბას დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა. ამიტომ გახდნენ ალბათ, იძულებული, რომ შეეცვალათ კვალიფიკაცია. თუმცა, როდესაც იძალადეს საბაზე, საბამ მაშინაც გაიმარჯვა მაგათზე და მაინც გამარჯვებული იქნება“, - განაცხადა საბა სხვიტარიძის დედამ, ელენე ახობაძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას. თუმცა, მოგვიანებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებას კვალიფიკაცია 120-ე მუხლზე შეუცვალა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამასთან, საბა სხვიტარიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება