რუსებმა უკრაინას 500-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტიეს, დარტყმები 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას, 2 სექტემბრის საღამოდან, 502 უპილოტო საფრენი აპარატისა და 24 რაკეტის გამოყენებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის კუთვნილი 451 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს, მათ შორის 430 დრონი და 14 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 7 „ხ-101“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა. დარტყმები და განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნა 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით დრონები რუსეთის ქალაქებიდან - კურსკიდან, ბრიანსკიდან, მილეროვოდან, ორიოლიდან, შატალოვოდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან, ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს, რაკეტები კი - შავი ზღვის აკვატორიიდან, სარატოვის ოლქიდან და კრასნოდარის მხარიდან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს