პაატა მანჯგალაძე - ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის მოუწყობს, რაც საქართველოს დაუშავეს

ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის მოუწყობს, რაც საქართველოს დაუშავეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, „ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ბევრი პროვოკაცია იქნება“.

„რეჟიმს ეშინია, ამიტომ ბევრი პროვოკაცია იქნება. ბევრ სატყუარას შემოგვიგდებენ, რომ 4 ოქტომბრის განკითხვის და გამარჯვების დღეს, როგორმე კვამლის ფარდა ჩამოაფარონ. გუშინ უსმინეთ ლევან ხაბეიშვილს და ბატონ პაატა ბურჭულაძეს? რას არ ეთანხმებით? რა არ მოგეწონათ? ვის აქვს უფრო მარტივი და ცხადი გეგმა? ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის მოუწყობს, რაც საქართველოს დაუშავეს. წულუკიანის დასკვნა სინამდვილეში მათი საბრალდებო დასკვნაა, მტრის სურვილი, უკუღმა დანახული სიმართლე, რომელსაც საქართველო არ მიიღებს. ამიტომ, 4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე! მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ერი და განაჩენი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს