მედია - თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმყოფებოდა, საჰაერო სივრცეში დრონის შესახებ ინფორმაციის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში ვილნიუსის აეროპორტში დაშვება ვერ მოახერხა

თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმყოფებოდ, გარკვეული დროის განმავლობაში ვილნიუსის აეროპორტში დაშვება ვერ მოახერხა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, დრონი იმყოფებოდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, ტომას ბერზინსკასზე დაყრდნობით ავრცელებენ.

“ვილნიუსის აეროპორტთან მიახლოებისას მიღებული იქნა ინფორმაცია დრონის აღმოჩენის შესახებ და რომ დაშვება კვლავ იყო. პილოტებმა მიიღეს ყველა უსაფრთხოების ზომა და გარკვეული დროის შემდეგ დაეშვნენ”, - განაცხადა პრესსპიკერმა.

Flightradar24-ის ცნობით, ნაუსედას თვითმფრინავი ჰელსინკიდან 19:10 საათზე აფრინდა, ვილნიუსის თავზე წრეების დატრიალება დაიწყო და აეროპორტში 21:17 საათზე დაეშვა.

კომპანია Oro navigacija-მ განმარტა, რომ ლიეპკალნისის ტერიტორიის თავზე დრონის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის საავიაციო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება