ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო გრძელდება - უახლოეს დღეებში პარტნიორებთან ერთად განიხილავენ ზეწოლის ძლიერი ზომების საჭიროებას

პუტინი თავის დაუსჯელობას აჩვენებს და ეს, უდავოდ, მსოფლიოსგან რეაგირებას მოითხოვს. ეს აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო, პირველ რიგში, რუსეთის საომარ ეკონომიკაზე ზეწოლის არარსებობის გამო, გრძელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ დარტყმებს.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რისთვისაც 500-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა და თავდასხმის შედეგების ამოსაფხვრელად ამჟამად ყველა საჭირო საგანგებო სამსახური, ენერგეტიკის სფეროსა და რკინიგზის მუშაკი მუშაობს.

„მთავარი სამიზნეები იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტები, სატრანსპორტო კვანძი, ავტოფარეხის კოოპერატივიც კი და, როგორც რუსებისთვის უკვე რუტინად იქცა, საცხოვრებელი ტერიტორიები. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ღამით ათობით საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციები მიმდინარეობს. ეს აშკარად დემონსტრაციული რუსული დარტყმებია. პუტინი თავის დაუსჯელობას აჩვენებს. და ეს, უდავოდ, მსოფლიოსგან რეაგირებას მოითხოვს. ეს აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო, პირველ რიგში, რუსეთის საომარ ეკონომიკაზე ზეწოლის არარსებობის გამო, გრძელდება“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში პარტნიორებთან ერთად განიხილავენ ზეწოლის ძლიერი ზომების საჭიროებას. დღეს კი დანიაში უკრაინა - სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნების სამიტი გაიმართება.

„დღეს საღამოს, საფრანგეთში ორმხრივ ფორმატში გავმართავთ შეხვედრას - სადაც მოვახდენთ ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას. ასევე ვამზადებთ „მსურველთა კოალიციის“ ფორმატს და ახალ ნაბიჯებს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. რუსეთის ყველა დარტყმას რეალური პასუხი უნდა მოჰყვეს”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს