პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დადგენილების პროექტი სესიაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა და ამით კომისიის დასკვნა მთლიანად პარლამენტის დოკუმენტად იქცა.

XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა. დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

კომისიის საბოლოო დასკვნა დეპუტატებს თეა წულუკიანმა საშემოდგომო სესიის პირველ დღეს, 2 სექტემბერს გააცნო. დოკუმენტი დაახლოებით 500-მდე გვერდს მოიცავს.

დადგენილება იხილეთ სრულად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს