ონისე ცხადაძის ძმა - ახლა შემოაგორებენ პროპაგანდას, რომ კიდევ იქით უნდა ვიყოთ მადლობლები, რა მოწყალეა წმინდა ბიძინა და წმინდა მურუსიძე - უკან დასახევი გზა არც მათ აქვთ და არც ჩვენ, ჩვენთან მთელი მსოფლიოა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა!

ახლა შემოაგორებენ პროპაგანდას, რომ კიდევ იქით მადლობლები უნდა ვიყოთ თურმე, რა მოწყალეა წმინდა ბიძინა და წმინდა მურუსიძე, - ამის შესახებ იუმორისტ ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ამ განაჩენით არაფერი დასრულებულა, ისინი ბრძოლას განაგრძობენ.

„ერთი კვირაა და მეტიც, რაც ვამბობდი, ორ წელზე გადააკვალიფიცირებენ-მეთქი. სრულად გამოშვების მოლოდინი საარჩევნო პერიოდში, როცა პროტესტის მოგუდვას ცდილობენ, სიგიჟე იქნებოდა, პირიქით, გააძლიერებდნენ პროტესტს. ახლა შემოაგორებენ პროპაგანდას, რომ კიდევ იქით მადლობლები უნდა ვიყოთ თურმე, რა მოწყალეა წმინდა ბიძინა და წმინდა მურუსიძე. უკან დასახევი გზა არც მათ აქვთ და არც ჩვენ. ჩვენთან მთელი მსოფლიოა, იმათთან - ბიძინას მოჩვენებითი ფული, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა“, - განაცხადა სანდრო ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება