გიორგი ტერიშვილის დედა - ასეთი რა დააშავეს, რომ 2 წლით გაუშვეს ციხეში? სამშობლოს სიყვარულისთვის დასაჯეს

ასეთი რა დააშავეს, რომ 2 წლით გაუშვეს ციხეში? სამშობლოს სიყვარულისთვის დასაჯეს, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულის, გიორგი ტერიშვილის დედამ, მარინა ტერიშვილმა ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

მარინა ტერიშვილის თქმით, მისი შვილის და კიდევ 10 პირის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებნი „სამშობლოს გამყიდველები არიან“.

„9 თვე ისხდნენ ციხეში და ახლა კიდევ, 2-წლიანი პატიმრობა მისცეს. ასეთი რა დააშავეს? ქვეყნის სიყვარულისთვის დასაჯეს. ღმერთს ვთხოვ, როგორი გამწარებული დღეს მე ვარ, ისე გამწარდეს ყველა.

1992 წელს შვილი მომიკლეს მიტინგზე. მას ქართული დროშა ეჭირა და მომიტინგეების წინ მიდიოდა, ჩემი შვილის სისხლის, სიკვდილის ფასად მოპოვებულ სიმართლესა და თავისუფლებაში გაიზარდნენ ამათი შვილები.

არ გაიხაროს ამ უსამართლო სასამართლომ, ესენი არიან სამშობლოს გამყიდველები. ერთი ადამიანის ზიზღის გამო გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ამის შემდეგ ეს არის მთავრობა? ეს არის ხალხი?

ეს გადაწყვეტილება არის უკანონო. ვერ დაუმტკიცეს დანაშაული, ამისთვის მტკიცებულებებიც არ ჰქონდათ და მაინც ციხეში გაუშვეს სამშობლოს სიყვარულისთვის“, - განაცხადა მარინა ტერიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მსჯავრდებულებს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო