მუსიკის სახლში Back To Music დაიწყო - შეთავაზებები მშობლებს, ბავშვებსა და მუსიკის მოყვარულებს

Back To Music - სექტემბერში თითქოს ყველა სადღაც ბრუნდება. ახალი თავგადასავლები იწყება, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსი იზრდება და ყველა იქ ვბრუნდებით, სადაც გულსა და გონებას მივყავართ. ზაფხულის ცხელ დღეებთან გამომშვიდობება ახლის დასაწყისსა და გეგმების დასახვას თავისთავად გულისხმობს.

მშობლებსა და ბავშვებში განსაკუთრებული მოლოდინია, მუსიკალური სასწავლებლები კი აღსაზრდელებს სიხარულით ეგებებიან. ახალი ინსტრუმენტების შესარჩევად საუკეთესო ადგილი ისევ „მუსიკის სახლია“.

20 სექტემბრამდე მუსიკის სახლში მასშტაბური კამპანია გელოდებათ. Back to music - უკვე მესამე წელია, მომხმარებლებს სექტემბერში განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ვთავაზობთ.

კამპანიის ფარგლებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ 10%, 20%, 30%, 40% და 50%-იანი ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე მუსიკის სახლის ყველა ფილიალში, მიცკევიჩზე, სითი მოლში, ბათუმის ფილიალში და ონლაინ მაღაზიაში. ფასდაკლებები ვრცელდება მსოფლიოში ცნობილ ბრენდებზე, რომელთა ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. ონლაინ შეძენის შემთხვევაში, ტრანსპორტირება ხორციელდება რეგიონებშიც.

მუსიკის სახლში მუსიკალური ინსტრუმენტების უდიდესი არჩევანი დაგხვდებათ, მათ შორის: ციფრული ფორტეპიანო, კლასიკური, აკუსტიკური და ელექტრო გიტარები, გიტარის გამაძლიერებლები, სინთეზატორები, ბას გიტარები, დრამები, საორკესტრო ინსტრუმენტები და უამრავი სხვა ჟღერადი ნივთი. ჩვენი კოლექცია მოიცავს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა: Casio, Fender, Roland, Alhambra, Ibanez, Valencia, Meinl, Pioneer Dj, Presonus, Numark, Bechstein, Petrof და სხვა. "მუსიკის სახლი" გთავაზობთ არა მხოლოდ განსაკუთრებულ ფასებს, არამედ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გარანტიას შეძენილ პროდუქციაზე.

ასე რომ, 20 სექტემბრამდე, გელოდებით მუსიკის სახლში. მოდით ჩვენთან, შეარჩიეთ სასურველი ინსტრუმენტი. ჩვენი გუნდის წევრები მაქსიმალურად გაითვალისწინებენ თქვენს სურვილებს და დაგეხმარებიან სასურველი ინსტრუმენტის შერჩევაში.

მუსიკის სახლის მისიაა, მსოფლიო ბრენდები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, მუსიკა ჟღერდეს ყველგან, აერთიანებდეს ადამიანებს და შთააგონებდეს მათ ახალ შესაძლებლობებს.

ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია მუსიკის ინდუსტრიაში, ავამაღლოთ ადამიანებში ცნობიერება მრავალფეროვანი მუსიკალური სამყაროს შესახებ და დავეხმაროთ მათ ბედნიერი დღეების შექმნაში.

საკონტაქტო პირი:

სოფიო ბერიაშვილი/Sophio Beriashvili

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო