ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა - შსს-ში აცხადებენ, რომ ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსად დაინიშნა

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა. „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ირაკლი დგებუაძე მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე აგრძელებს.

ამ დროისათვის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას გოჩა ვანაძე ასრულებს, რომელიც ირაკლი დგებუაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ცნობისთვის, ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის პოზიციაზე 2022 წლიდან იმყოფებოდა.

გამოძიების თანახმად, ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად არის ცნობილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში. გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე [ირაკლი დგებუაძეზე] თავდასხმას ედავება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს