ირაკლი ზარქუა - რაც წუხელ მელიქიშვილზე ვიხილეთ, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენები „კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია იყო უსამშობლოების მხრიდან“.

როგორც ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, სწორედ ამას გულისხმობდა ის თავის განცხადებებში, რომ ახალგაზრდებს მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ამზადებენ.

„ის, რაც წუხელ მელიქიშვილზე ვიხილეთ, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20 - კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ანუ, რასაც ვამბობდი, რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ეს უსამშობლოები - მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ასე, რომ ბოკერიას გიჟს გადაეცით, რომ წუხელვე შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც!“- წერს ირაკლი ზარქუა „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონებო, მონებო!”, “რუსებო, რუსებო!”. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც "ქართული ოცნების" წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს