ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სუს-ი ფუნდამენტურად გაძლიერდება - ძალიან მალე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ფუნდამენტურად გაძლიერდება.

კობახიძის შეფასებით, უწყების ახალ ხელმძღვანელს კონკრეტული გეგმები აქვს.

მამუკა მდინარაძის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისობრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით. თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა