ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სუს-ი ფუნდამენტურად გაძლიერდება - ძალიან მალე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ფუნდამენტურად გაძლიერდება.

კობახიძის შეფასებით, უწყების ახალ ხელმძღვანელს კონკრეტული გეგმები აქვს.

„მამუკა მდინარაძის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისობრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით. თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე