ირაკლი კობახიძე - კახა კალაძეს აქვს შთამბეჭდავი გეგმები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით

8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის, პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურება, მადლობა მინდა გადავუხადო მათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაური, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის მერის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის პოლიტიკას შეეხებოდა.

კახა კალაძის დღევანდელი პრეზენტაცია ეხებოდა ინფრასტრუქტურულ საკითხებს და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ა.შ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8-წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს 8 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერიის გუნდს“, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია