ირაკლი კობახიძე - კახა კალაძეს აქვს შთამბეჭდავი გეგმები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით

8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის, პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურება, მადლობა მინდა გადავუხადო მათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაური, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის მერის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის პოლიტიკას შეეხებოდა.

„კახა კალაძის დღევანდელი პრეზენტაცია ეხებოდა ინფრასტრუქტურულ საკითხებს და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ა.შ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8-წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს 8 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერიის გუნდს“, - განაცხადა პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა