შალვა პაპუაშვილი - რაც გუშინ ვიხილეთ: „ორკების“ თავყრილობა, გინება, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა, არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩს უნდა, რომ აქ ნახოს - პეტერ ფიშერს აქვს შესაძლებლობა, ამას გაემიჯნოს - არ გაემიჯნება?! ე.ი. ძალადობის მონაწილეა

რაც გუშინ ვიხილეთ: "ორკების" თავყრილობა, გინება, ლანძღვა, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა, არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩს უნდა, რომ აქ ნახოს - პეტერ ფიშერს აქვს შესაძლებლობა, გადახარშოს, ჩამოყალიბდეს, გაემიჯნოს - არ გაემიჯნება?! ე.ი. ამ ორკების ძალადობის თანამონაწილეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცი“ ორკების თავყრილობა, რომელიც გუშინ გაიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ, არის ზუსტად ის სახე, რაც „ნაცობას“, როგორც იდეოლოგიას აქვს.

ამასთან, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „სამარცხვინო თავდასხმა იყო ბექა ოდიშარიაზე, რაც ჩვენ ორკებისგან ვიხილეთ“. მისივე თქმით, „ნაც“ „ტიტუშკებს“ ყოველთვის საკადრისი პასუხი გაეცემათ.

„გუშინ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასებას. ნახეთ, რა მძიმე ფაქტები, მტკიცებულებები არსებობს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, არამედ “ნაცობის“, როგორც იდეოლოგიასთან დაკავშირებით. გუშინ ვნახეთ, რა არის „ნაცობის“ სახე - გინება, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა, „ტიტუშკების“ მიერ ადამიანებზე დადევნება. ორკების ეს „პარადი“ გამოხატულება იყო იმის, თუ რას უშვრება „ნაცობა“ ადამიანს...

გუშინ ამ „ნაცი“ ორკების თავყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც გუშინ წინ, გერმანიის ელჩმა თავისთან მიიღო, ინტერვიუც კი მისცა და პოზირებდა ამ ექსტრემისტ ადამიანთან ერთად. სოციალურ მედიაში პოსტები დაწერა და თქვა, საქართველოს მომავალი კარგ ხელშიაო. რაც გუშინ ვიხილეთ: „ორკების“ თავყრილობა, გინება, ლანძღვა, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა და ა.შ. არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩს უნდა, რომ აქ ნახოს. ეს არის გერმანიის ელჩის სანატრელი საქართველო და სახე. ეს არის სინამდვილეში, რაც უნდათ, რომ საქართველოში დაატრიალონ. გერმანიის ელჩს ახლა აქვს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი გადახარშოს და თქვას, რომ ემიჯნება, არ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ექსტრემისტული ჯგუფებისა, რომლებიც ადამიანის დეჰუმანიზებას ეწევიან. ადამიანის დეჰუმანიზებას რომელი იდეოლოგია ეწევა, ამას არ ვახსენებ გერმანიის პატივისცემის გამო. პეტერ ფიშერს აქვს შესაძლებლობა გადახარშოს, ჩამოყალიბდეს, გაემიჯნოს. არ გაემიჯნება?! ე.ი. არის თანამონაწილე ამ ორკების ძალადობის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია