AI-ს ტრენინგი ქუთაისში BTU-ს, UN Women-ის და Norad-ის ორგანიზებით გაიმართება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Norad) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას ტრენინგზე დასავლეთ საქართველოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

ანალოგიური ტიპის ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგი BTU-სა და UN Women-ის თანამშროლობით და Norad-ის მხარდაჭერით უკვე ჩატარდა ივნისსა და ივლისში, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულმა სამოქალაქო საზოგადოების 23-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით გადამზადდნენ.

ტრენინგი "დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში" განკუთვნილია დასავლეთ საქართველოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და მიზნად ისახავს, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული გამოყენების შესახებ, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:

  • სტრატეგიული დაგეგმვა
  • ციფრული კომუნიკაცია
  • ინოვაციური სერვისების შემუშავება.

ტრენინგი ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Norad) მხარდაჭერით, პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" (GG4GEG) ფარგლებში.

ტრენინგის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი (მისამართი დაზუსტდება მოგვიანებით).

ტრენინგის თარიღები: 29 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2025.

ტრენინგის ენა: ქართული.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mari.sharashidze@unwomen.org, არაუგვიანეს 2025 წლის 10 სექტემბრისა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება