ვასო ურუშაძე - თბილისის მერია არ არის დაინტერესებული პრევენციული ღონისძიებებითა და მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვით, მათი მთავარი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნება და პირადი გამდიდრებაა

თბილისის მერია არ არის დაინტერესებული პრევენციული ღონისძიებებითა და მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვით – მათი მთავარი საზრუნავია ძალაუფლების შენარჩუნება და პირადი გამდიდრება, მაშინ, როცა მათი პირდაპირი მოვალეობაა, ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ვასო ურუშაძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული პრევენციული ღონისძიებების გატარებით, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით, დაინტერესებულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებით.

“საქართველოს ე.წ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება. წლებია ჩვენ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომლებიც უკავშირდება მეწყერს, საშიშ ზონებს, სხვადასხვა უბედურ შემთხვევას, იქნება ეს ძველი შენობა-ნაგებობები, ავტოსაგზაო შემთხვევები, თუ სხვა მოვლენები, რომლებიც პირდაპირ არის ასახული ადამიანების სიცოცხლეზე, მათ ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე, თუმცა არც თბილისის მერია, არც აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული პრევენციული ღონისძიებების გატარებით, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით, დაინტერესებულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებით, პირადი კორუფციული ინტერესებით, ანგარებით, გამდიდრებით და სხვა ყველაფერი მათთვის არის მეათეხარისხოვანი, როდესაც მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომ იზრუნოს ადამიანების სიცოცხლეზე და მათ ჯანმრთელობაზე, გაატაროს პრევენციული ზომები, როცა ადგილი აქვს მომატებული საფრთხის მქონე მოვლენებს, როგორიც არის მეწყერ საშიში ზონები, წყალდიდობები და სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებიც დღეს, 21-ე საუკუნეში სავსებით პროგნოზირებადია წინასწარ, სად არის მომატებული საფრთხის ზონა, რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება არის გულგრილი, რაც არის დანაშაული და სამწუხაროდ, ამ დანაშაულს ეწირება საქართველოს ბევრი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო