„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე 5 სექტემბერს მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე 5 სექტემბერს, 13:00 საათზე მაგისტრატ მოსამართლესთან

გამოიკითხება. ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოკითხვა უკავშირდება საქმეს, რომელზეც გამოძიება პროკურატურამ ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში დაიწყო და რომლის ფარგლებშიც გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და სხვა მსგავსი დანაშაულების ირგვლივ მიმდინარეობს.

„ჩვენი შეფასებით, გამოძიება აშკარად უსაფუძვლოა, რადგან ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოყენებული არგუმენტები, კერძოდ, პირბადეებისა და თავდაცვის საშუალებების თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ლიმიტირებული ოდენობით შეძენა, წამებისა და ძალადობის მსხვერპლების სამართლებრივი დაცვა და, ასევე, საჯარო პოსტები და განცხადებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა, ცხადია, ვერანაირ დანაშაულად ვერ ჩაითვლება. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მათი დევნისა და შევიწროების სისტემური პოლიტიკის გაგრძელებაა და სისხლის სამართლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევაა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამავე საქმის ფარგლებში, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2025 წლის 27 აგვისტოს ყადაღა დაედო შემდეგი 7 ორგანიზაციის ანგარიშებს: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI, GDI, „დემოკრატიის მცველები“, „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. ამ გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად ორგანიზაციების პარალიზება მოახდინა და ისინი საქმიანობას, მათ შორის, ბენეფიციარების ინტერესების დაცვას, მოხალისეობრივ საწყისებზე აგრძელებენ.

ამ გადაწყვეტილებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაასაჩივრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება