სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დავით გუნაშვილს 5 000-ლარიანი, ხოლო ანი ჭინჭარაულს 4 000-ლარიანი სახდელი დააკისრა

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგეები 48-საათიანი ადმინისტრაციული დაკავების ვადის ამოწურვის გამო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დღესვე, რამდენიმე პირის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. 5 ათასი ლარი დაეკისრა 2 სექტემბერს დაკავებულ დავით გუნაშვილს, ხოლო ანი ჭინჭარაულს 4 ათასი ლარი, რომლებიც ასევე სამართალდამრღვევებად ცნო სასამართლომ.

მანამდე, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგე, ლუკა დევდარიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი სახდელი დაეკისრა.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მათი პროცესები გადაიდო.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს