ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და დეტალური სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„პირველ რიგში, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდეთ რეალურ მშვიდობამდე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ზეწოლაა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას ფულსა და რესურსებზე წვდომა არ ჰქონდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „უკრაინის ცის მაქსიმალურ დაცვაზე ისაუბრეს“.

„მშვიდობის მიღწევამდე, უკრაინელები რუსეთის თავდასხმების ქვეშ არ უნდა იყვნენ. რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა სიცოცხლე არ უნდა შეიწირონ. უკრაინამ ცის დასაცავად აშშ-ს სპეციალური ფორმატი შესთავაზა. ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპს მადლობას ვუხდი. ჩვენ შემდგომ კონტაქტებზე შევთანხმდით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს