დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, - ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში მსოფლიოს უდიდესი IT კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან საუბარს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

„დიახ, ვისაუბრებ. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. შვიდი ომი მოვაგვარე“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ფიქრობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უფრო მარტივი მოსაგვარებელი იქნებდა.

„აღმოჩნდა, რომ ცოტა უფრო რთულია. მაგრამ მეგონა, უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო, პუტინთან, უკრაინასთან ჩემი დამოკიდებულების გამო და სხვა ყველაფრის გამო“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე კვირაში 7014 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები.

„ისინი ისეთი მასშტაბით იღუპებიან, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს