ისრაელი საგარეო მინისტრი - ემანუელ მაკრონის ისრაელში ვიზიტი უადგილო იქნება, თუ პარიზი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმაზე უარს არ იტყვის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ფრანგ კოლეგას, ჟან-ნოელ ბაროს მოუწოდა, უარი თქვას პალესტინის აღიარებაზე და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელში სასურველი სტუმარი არ იქნება, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა გიდეო საარის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას გიდეონ საარმა ჟან-ნოელ ბაროს, მოუწოდა „გადახედოს საფრანგეთის ინიციატივას „პალესტინის სახელმწიფოს“ აღიარების შესახებ და განაცხადა, რომ საფრანგეთის ინიციატივა ძირს უთხრის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში და ზიანს აყენებს ისრაელის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს“.

„ისრაელი საფრანგეთთან კარგ ურთიერთობებს ცდილობს, მაგრამ საფრანგეთმა პატივი უნდა სცეს ისრაელის პოზიციას, როდესაც საქმე მისი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის აუცილებელ საკითხებს ეხება“, - განაცხადა საარმა საუბრის დროს.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ისრაელში ნებისმიერი ვიზიტი უადგილო იქნება მანამ, სანამ საფრანგეთი „გააგრძელებს თავის ინიციატივებსა და ძალისხმევას, რომელიც ისრაელის ინტერესებს აზიანებს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს