„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა

„თიბისი“ აზიის განვითარების ბანკის(ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ბანკს ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამ კატეგორიაში გადაეცა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“, „სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო“ და „ლიდერი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“.

თიბისიმ გამარჯვება სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით მოიპოვა:

  • ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის თიბისის საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ჯილდო გადაეცა;
  • სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობისა და ფერმერული მეურნეობის დაფინანსებისთვის ბანკმა სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო მიიღო;
  • მრავალფეროვნებისა და შშმ პირთა ჩართულობის ზრდისთვის განხორციელებული ინიციატივებისთვის კი თიბისიმ გამარჯვება შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობის ნომინაციაში მოიპოვა.

„საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ნომინაციაში თიბისიმ ზედიზედ მე-11-ედ გაიმარჯვა. ეს ადასტურებს, რომ წარმატებით ვპასუხობთ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებს - კომპანიებს ვუმარტივებთ ბიზნესპროცესებს და სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობას უზრუნველვყოფთ. სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო კი იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი გუნდი მიმართავს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

“მოხარული ვარ, რომ თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან წელს პირველად მოიპოვა ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა შშმ პირთა ჩართულობის გასაძლიერებლად და ერთიანი ძალებით ვცდილობთ, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას”,- მაკა ბო­ჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს