GCCA-იმ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყეს.

მათივე ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით.

„ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.

სააგენტოს მიერ აქამდე განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის და 2 მოკვლევის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი სააგენტოს მიერ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება.

სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასები 26%-ით გაიზარდა.

ბაზრის მონიტორინგის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.

ამ ეტაპზე, GCCA მონიტორინგს ახორციელებს - FMCG ბაზრის, საავტომობილო საწვავის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, თამბაქოს, თხილის და ლურჯი მოცვის შესაბამის ბაზრებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება