1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს

წინანდლის ისტორიულ მამულში კიდევ ერთი საკონცერტო დარბაზი აშენდება. ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინანდლის მამულის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი სტუდია.

„ლეგენდარული არქიტექტორი კენგო კუმა მუშაობს წინანდლის მამულის გენგეგმაზე, რომელიც მოიცავს ძველ პარკს, ბავშვებისთვის გამოყოფილ სივრცეს, ვენახების მიმდებარედ აპარტამენტებისა და სპა ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, რომელსაც კენგო კუმა ახალ საკონცერტო დარბაზთან ერთად აპროექტებს. კენგო კუმასთან ერთად წინანდალში ახალი პარკის დიზაინზე მუშაობს მსოფლიო დონის ლანდშაფტის არქიტექტორი ვლადიმერ ჯუროვიჩი. ეს ტანდემი აქ შედგება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ახალი ინფრასტრუქტურა სასტუმრო „რადისონის“ მიმდებარედ მოეწყობა. თანამედროვე აკუსტიკური აღჭურვილობის მქონე, 1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს სტუმრებს.

წარსულში წინანდლის ღია და დახურული საკონცერტო დარბაზების დიზაინი ცნობილ გერმანელ ინდუსტრიულ დიზაინერთან, ინგო მაურერთან ერთად გაკეთდა. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მიერ „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტებზე მუშაობის ტრადიცია გრძელდება და უნიკალური დიზაინის ახალი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაალამაზებს წინანდლის მამულს.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო