სახალხო დამცველი ახალი დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისს ეწვია და მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელში დაახლოებით, 35 წლის წინ, აჭარის რეგიონიდან სტიქიური მოვლენების გამო ჩამოსახლებული 90-მდე კომლი ცხოვრობს

„ადგილობრივებმა სახალხო დამცველთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათი მთავარი პრობლემა საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბარიერებია, მათ შორის, სამოსახლო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რაც აფერხებს მათ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებში ჩართვას.

ასევე, არსებით გამოწვევას წარმოადგენს სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი და ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა. მოუწესრიგებელია შიდა გზები და სასაფლაომდე მისასვლელი გზა.

ახალ დიოკნისში არ არის საბავშვო ბაგა-ბაღი, ხოლო მეზობელ სოფელში ბავშვების ბაღში ტარება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო, რთულია.

სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე, სკოლის გარე სპორტული მოედნის აღდგენის საკითხი, რომელიც ამჟამად საფრთხის შემცველია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება