28 სექტემბერს, თბილისში, „ქართული ღვინის ფესტივალი 2025“ გაიმართება

28 სექტემბერს, თბილისში, „ქართული ღვინის ფესტივალი 2025“ გაიმართება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, წელს პირველად, ღვინის ფესტივალის თანაორგანიზატორი „რეცეპტორი“ ხდება.

მათივე ინფორმაციით, ღვინის ფესტივალი სიონის ქუჩაზე (მეიდანი) გაიმართება და მასში მონაწილეობას, როგორც მსხვილი და მცირე მეწარმეები, ისე საოჯახო მარნები მიიღებენ.

„ფესტივალი, რომელიც უკვე მე-8 წელია ტარდება, ქართული მეღვინეობის 8000-წლიან ტრადიციასა და თანამედროვე გამოცდილებას აერთიანებს. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული სიახლით გამოირჩევა - „რეცეპტორი“, საქართველოს თანამედროვე გასტრონომიის სახე, პირველად ხდება ფესტივალის თანაორგანიზატორი და სტუმრებს ღვინოსთან ერთად, ახალი გემოების აღმოჩენას სთავაზობს. ღვინის ფესტივალის მიზანია, ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მეღვინეობის თანამედროვე ტენდენციების წარმოჩენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მსხვილი და მცირე მეწარმეები, ისე საოჯახო მარნები, რომლებიც სტუმრებს ღვინის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ და ქართული მეღვინეობის უახლეს მიღწევებს გააცნობენ.

ქართული ღვინის ფესტივალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და მისი ეს პოზიცია ყოველწლიურად კიდევ უფრო ძლიერდება. იგი აერთიანებს ადგილობრივ მეწარმეებს, ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს, ქმნის უნიკალურ სივრცეს კულტურული გამოცდილების გასაზიარებლად. ქართულ ღვინოსთან ერთად, მუსიკის და ტრადიციული ცეკვების პროგრამა, გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს და დასამახსოვრებელს ქმნის.

2025 წელს „რეცეპტორის“ თანაორგანიზატორობა ფესტივალს დამატებით გასტრონომიულ ხიბლს შესძენს და სტუმრებს დაუვიწყარ ემოციებსა და ახალი გემოების დაგემოვნებას, განსხვავებული გამოცდილების მიღებას ჰპირდება. ასე რომ, 28 სექტემბერს, სიონის ქუჩაზე ქართული ღვინის ფესტივალი 2025 გელოდებათ - აქ ქართული ღვინისა და გასტრონომიის საუკეთესო გამოცდილება ერთ სივრცეში გაერთიანდება!“- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება