„ბიბლუსში“ ეროვნული ნაკრების თემატიკაზე შექმნილი სასკოლო კოლექცია დაბრუნდა

სკოლის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზადისი აქტიურ ფაზაშია შესული. ტრადიციულად, „ბიბლუსი“ ახალი სასწავლო სეზონისთვის თქვენი მთავარი პარტნიორია და ერთ სივრცეში გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ, იქნება ეს წიგნები, ჩანთები, კალმები, პენლები, რვეულები და სხვა საკანცელარიო და სასკოლო აქსესუარები.

რაც მთავარია, ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით დაბრუნდა „ბიბლუსისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კოლაბორაციით შექმნილი რვეულები, ჩანთები, თერმოსები და სკოლისთვის საჭირო სხვა ნივთები, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარეს ბავშვებმა.

თითოეული ნივთის დიზაინი „ბიბლუსისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობით შემუშავდა. კოლაბორაციის მიზანია, ბავშვებში აამაღლოს მოტივაცია და ინტერესი სპორტისა და სწავლის მიმართ, ხელი შეუწყოს პატრიოტული სულისკვეთების კიდევ უფრო გაღვივებას და აჩვენოს, მათ, რა ძალა აქვს შრომასა და დისციპლინას. ამაში კი თავის წვლილს შეიტანს თემატური სასკოლო ნივთები, რომლებთანაც ყოველდღიურად ექნებათ შეხება.

გარდა ამისა, ოჯახებისთვის სასკოლო სამზადისის გასამარტივებლად კომპანიამ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრებში - „თბილისი მოლში“, „სითი მოლებში“, „გალერია თბილისსა“ და „ჰუალინგ პლაზაში“ მოაწყო ახალი სივრცეებიც, სადაც დაგხვდებათ ყველაფერი, რაც სასკოლოდ გჭირდებათ, რაც მთავარია, საუკეთესო ფასად.

როგორც აღნიშნული, ისე სხვა პროდუქციის შეძენისას თითქმის მთელი სექტემბრის განმავლობაში გელოდებათ ქეშბექებიც, რომელიც „ბიბლუსმა“ პარტნიორებთან ერთად შემოგთავაზათ. მოცემული აქციების განახლებებს თვალი ადევნეთ „ბიბლუსის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.

ესტუმრეთ „ბიბლუსის“ ფილიალებსა და სივრცეებს დიდ სავაჭრო ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით და გახადეთ სასკოლო სამზადისი უფრო კომფორტული, სასიამოვნო და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი. „

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თემატიკაზე შექნილი სასკოლო ნივთების სანახავად მიჰყევით ბმულს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს