ადვოკატის განცხადებით, პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა და პოლიციამ სწორედ ამის გამო დააკავა, იარაღის კოლექციონერია და „აქციასთან არანაირი შეხება არ აქვს“

ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა და პოლიციამ სწორედ ამის გამო დააკავა, იარაღის კოლექციონერია.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებულს აქციასთან შეხება არ ჰქონია და ფეხით გზის გადაკეტვის გამო გადაადგილდებოდა.

„როგორც ვიცით, ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილი ჰქონდა, სანადიროდ წასვლა. კოლექციონერია, იარაღებს აგროვებს. აქვს არაერთი იარაღი, აბსოლუტურად ყველა კანონიერი და რეგისტრირებულია. უბრალოდ მოხვდა ამ ადგილზე, მოუწია მანქანიდან გადმოსვლა, იმიტომ, რომ გზაც გადაკეტილი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ გარშემო ბევრი ხალხი ტრიალებდა, თავად ჩათვალა, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იარაღი, რომლის ტარების უფლებაც გააჩნდა, თან ჰქონოდა. მიხეილ ლეშკაშელს აღმოაჩნდა მასზე რეგისტრირებული 22 იარაღი. იარაღების სიყვარული აქვს ამ ადამიანს. ერთადერთი მას ჰქონდა მამამისის გარდაცვალების შემდეგ დატოვებული „გეკოს“ ტიპის თოფი, მამამისი იყო სამხედრო პირი, მაღალჩინოსანი. ბრალს გაეცნო. ამ ადამიანს რაიმე განზრახვა, კავშირი თავად აქციასთან, რეალურად არ ჰქონია“, - განაცხადა გიორგი ყავლაშვილი „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, შსს-მ დააკავა პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაც ამოიღეს. საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მას ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 ერთეული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და 810 ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო