ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებს კანდიდატის დასახელებას და სადაც დააყენეს, სჯობდა, იქაც არ დაეყენებინათ - თბილისში წარადგინეს ადამიანი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი

თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებენ კანდიდატის დაყენებას - სადაც დააყენეს, სჯობდა, იქაც არ დაეყენებინათ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს შეარჩევდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს, ასეთი ოპოზიციის მდგომარეობა კი მმართველი გუნდისთვის “საქმეს აიოლებს“.

"თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებენ კანდიდატის დაყენებას. ეს ნიშანია, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სადაც დააყენეს, სჯობდა, იქაც არ დაეყენებინათ. თბილისში, „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული კანდიდატად. ეს ადამიანი დაკავებული იყო იმით, რომ ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა ამ ადამიანს „ტვ პირველში“, სადაც პარკით ხელში მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული.

თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, აიოლებს საქმეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძე ასევე, გამოეხმაურა, ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებას, რომ უარი თქვას „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. არის ორი პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს. თავის დროზე, ისინი იყვნენ ერთად შეკრული საერთო მიზნების გარშემო. ახლა მათ შორის არის ტაქტიკური განხეთქილებები. პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობისა“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, ეს პროცესები კარგია. კარგია იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ, ამჯერად, მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ივე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მეათე საიუბილეო გამარჯვებას“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო